საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 137. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2.დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

3.იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.

5.დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.

6.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. 2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. 3. იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში. 5. დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101861991981² (დ…138148158137
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა