საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 127. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავლების სამსახური საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.

2.საქონლის დროებითი შემოტანის მიზნის გათვალისწინებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში დეკლარანტი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანილი საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე.

3.საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.

4.საბაჟო ორგანოს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა გააგრძელოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში.

5.საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელებისას წარმოიშობა ხელახალი დეკლარირების მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობოდა ამ საქონლის თავდაპირველად დროებითი შემოტანისას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავლების სამსახური საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას. 2. საქონლის დროებითი შემოტანის მიზნის გათვალისწინებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში დეკლარანტი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანილი საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. 3. საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან. 4. საბაჟო ორგანოს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა გააგრძელოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში. 5. საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელებისას წარმოიშობა ხელახალი დეკლარირების მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობოდა ამ საქონლის თავდაპირველად დროებითი შემოტანისას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    პირველ პუნქტში 2-წლიანი ვადისგან განსხვავებული ვადის დამდგენი ორგანო ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად შემოსავლების სამსახურია.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    127-ე მუხლის 1-ლ პუნქტში ორწლიანი ზღვრული ვადიდან გამონაკლისი ახლა ფინანსთა სამინისტროს კონკრეტულ შემთხვევაზე ან საქონლის სახეობაზე განსხვავებული ვადის დადგენას ეფუძნება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2821413²13211⁵6245101² (დ…13978138127
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…