Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 130

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 130. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის განსაზღვრა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:ტრანსსასაზღვრო გადასახადებისაბაჟო და სასაზღვრო დანაშაულებისაგადასახადო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.

2¹.როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის.

3.საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში, რომელსაც აქვს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება და აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის დღიდან ამ პირს გადაეცემა აღნიშნული საბაჟო რეჟიმის დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი (მათ შორის, საბაჟო სანქციები). ამასთანავე, საქონლის გადამცემი პირი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) 3 პროცენტი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც იგი იყენებდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელს.

4.თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ, დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. 2 1 . როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის. 3. საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში, რომელსაც აქვს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება და აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის დღიდან ამ პირს გადაეცემა აღნიშნული საბაჟო რეჟიმის დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი (მათ შორის, საბაჟო სანქციები). ამასთანავე, საქონლის გადამცემი პირი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) 3 პროცენტი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც იგი იყენებდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელს. 4. თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ, დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    130-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც ერთდროულად სრულად გადახდილი თანხის შემთხვევაში რეექსპორტისას განსაზღვრავს დასაბრუნებელ ან ანგარიშში ჩასათვლელ თანხას: გადახდილ თანხასა (საბაჟო მოსაკრებლის გარეშე) და ფაქტობრივად ყოფნის თვეებზე კუთვნილ გადასახდელებს შორის სხვაობას.

  3. 1 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    130-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა ერთდროული გადახდის შესაძლებლობა; მე-3 ნაწილში განისაზღვრა 3 პროცენტი ყოველ თვეზე; მე-4 ნაწილში საურავის დაკისრების დღედ დავალიანების წარმოშობა დაწესდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 129შემდეგი მუხლი 131

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბაჟოო პარტიოს თავიდან ასაცილებელი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კვარტალური საგადასახადო გადახდები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საქართველო-ჩინეთის საგადასახადო კონსულტაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 3 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2010
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 129საქართველოს საგადა… 129საქართველოს საგადა… 129

მიუთითებენ მასზე

მუხლი 131მუხლი 132

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 140ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა
  • 65იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა
  • 137დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 198გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი
  • 62გადასახადის გადახდის ვადა
  • 63ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 56¹ (დანართი 1)საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 38საბაჟო და საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3810129131132129129198626318 (დ…1² (დ…14065137130
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…