საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 143. სტანდარტული გაცვლის სისტემა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 143-ე–146-ე მუხლების გამოყენებისას სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავების პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი პროდუქტი).

2.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.

3.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადასამუშავებლად გატანამდე მიიღოს გადაწყვეტილება შემცვლელი პროდუქტის შემოტანაზე (შემდგომში – წინასწარ შემოტანა).

4.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღებ გადამუშავების პროდუქტთან დაკავშირებული, ამ თავით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ პროდუქტზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის 143-ე–146-ე მუხლების გამოყენებისას სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავების პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი პროდუქტი). 2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ. 3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადასამუშავებლად გატანამდე მიიღოს გადაწყვეტილება შემცვლელი პროდუქტის შემოტანაზე (შემდგომში – წინასწარ შემოტანა). 4. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღებ გადამუშავების პროდუქტთან დაკავშირებული, ამ თავით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ პროდუქტზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10146621215314815063143
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…საგადახდო სისტემისა და…რადიაციული დაცვის, ბირ…პროდუქტის უსაფრთხოების…