საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 153. სტანდარტული გაცვლის სისტემა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომ – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2−მე-6 ნაწილების შესაბამისად.

2.საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.

3.შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს.

4.თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს.

5.საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან, თუ შემცვლელი საქონელი საწარმოო დეფექტის გამო, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ იქნა მოწოდებული.

6.გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ საქონელზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომ – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2−მე-6 ნაწილების შესაბამისად. 2. საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ. 3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს. 4. თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს. 5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან, თუ შემცვლელი საქონელი საწარმოო დეფექტის გამო, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ იქნა მოწოდებული. 6. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ საქონელზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 153-ე მუხლის მე-2 ნაწილში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილების ფორმულირება შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების მითითებით, ხოლო მე-3 ნაწილში შემცვლელი საქონლის კოდის დონე თერთმეტნიშნაა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103²621230 (დ…108106150541541171484463153
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…სახელმწიფო ქონების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…ინტელექტუალურ საკუთრებ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა