საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 178. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საქონლის ტრანზიტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) ერთი ან რამდენიმე საბაჟო ვალდებულებისაგან წარმოშობილი გადასახდელი თანხისა, თუ აღნიშნული თანხის განსაზღვრა შესაძლებელია გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საგარანტიო თანხის ოდენობისა.

2.თუ საერთო გარანტია წარდგენილია ისეთ წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე, რომლის სიდიდეც დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დაფარვას.

3.ამ კოდექსის 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ოდენობებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საქონლის ტრანზიტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) ერთი ან რამდენიმე საბაჟო ვალდებულებისაგან წარმოშობილი გადასახდელი თანხისა, თუ აღნიშნული თანხის განსაზღვრა შესაძლებელია გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საგარანტიო თანხის ოდენობისა. 2. თუ საერთო გარანტია წარდგენილია ისეთ წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე, რომლის სიდიდეც დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დაფარვას. 3. ამ კოდექსის 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ოდენობებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17628808884125024817 (დ…56585711670178
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…სახელმწიფო ვალის შესახ…გადასახადების ადმინისტ…