Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 17 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 17 (დანართი 1). საგადასახადო მოთხოვნა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ვალდებულებაა; ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

2.საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო/საბაჟო ორგანო და მისი მისამართი; ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი; გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციის დაკისრება; ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა); ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი; ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში; თ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

3.პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა: ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად; ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად; გ) (ამოღებულია – 30.12.2015, №470). დ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ – №I-10 1 დანართის შესაბამისად.

4.საგადასახადო/საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

4¹.გადასახადის ან/და სანქციის გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეგზავნება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

5.საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება საგადასახადო მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად.

6.სავარაუდო დარიცხვის შემთხვევაში, პირს საგადასახადო მოთხოვნა არ წარედგინება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. დანართი №I-09 შემოსავლების სამსახური ( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს დასახელება) ( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს მისამართი) საგადასახადო მოთხოვნა № 20 ( რიცხვი) (თვე) (წელი) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები: (დასახელება/სახელი და გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი) (მისამართი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, ( მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა) საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე, ( მიეთითება საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა) გადასახდელად დაგერიცხათ (გერიცხებათ): გადასახადი ან/და სანქცია თანხა შენიშვნა გადასახადი ჯარიმა საურავი სულ: X აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან. საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა: გადასახადი სახე გადასახად(ებ)ის თანხა გადასახდელის გადახდის სავადო შენიშვნა სულ: X X შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა): ( გაფრთხილება, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა) თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით ა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 თავით . საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით , აგრეთვე სასამართლოში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო /საბაჟო ორგანოს უფროსი/მოადგილე: ( ხელმოწერა) ბ.ა ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. დანართი №I-10 შემოსავლების სამსახური (საგადასახადო ორგანოს დასახელება) (საგადასახადო ორგანოს მისამართი) საგადასახადო მოთხოვნა № ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე (რიცხვი)          (თვე)              (წელი) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები: (დასახელება/სახელი და გვარი)               (საიდენტიფიკაციო ნომერი) (მისამართი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ----------------------საფუძველზე (მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,  რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა) 20 –– წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ : დაბეგვრის ობიექტი საგადასახადო შეღვათის შესაბამისი ნორმა დასაბეგრი ბაზა შეღავათს გათვალისწინებით გადასახადის განაკვეთი ქონების გადასახადი(ლარი ) დასახელება მდებარეობა დასაბეგრი ბაზა 1 2 3 4 5 6 7 ოჯახის წლიური შემოსავლის დეკლარირებული ოდენობა (ლარი) სულ ქონების გადასახადი ქონების გადასახადის თანხები გადახდილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20---  წლის 15 ნოემბრისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით. საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საგადასახადო დავის პერიოდში თქვენს მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე: (ხელმოწერა) ბ.ა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. დანართი №I-10 1 შემოსავლების სამსახური ქ. თბილისი, 0114 ვ. გორგასლის ქ . № 16 ს ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო მ ო თ ხ ო ვ ნ ა N მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ ,, -- “ ,, ------- “ 20 -- წ . (რიცხვი) (თვე) (წელი) მესამე პირის რეკვიზიტები: (გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი) საიდენტიფიკაციო ნომერი გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები : (გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი) საიდენტიფიკაციო ნომერი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240 - ე მუხლი ( მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა , რომლის საფუძველზეც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა) თქვენ 20-- წლის -- ---------------ის მდგომარეობით გერიცხებათ დავალიანება --------- ლარის ოდენობით მიმართ, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება --------- ლარის ოდენობით ( საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი ( მათ შორის: მესამე პირის დავალიანების ოდენობა გადასახადის გადამხდელის მიმართ, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა) . ამ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ვალდებული ხართ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოთ ----------- ლარი. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41- ე და 43- ე მუხლებით. ,, საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ,, საგადასახადო მოთხოვნის “ ჩაბარებიდან 3 0 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ----------------------------------- (ხელმოწერა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ. დანართი №I-11 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 9 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 16 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 17¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 56 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 238საქართველოს საგადა… 240საქართველოს საგადა… 43საქართველოს საგადა… 238საქართველოს საგადა… 240საქართველოს საგადა… 43მუხლი 43 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 64საგადასახადო მოთხოვნა
  • 65გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
  • 21⁴⁹საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა
  • 58გარანტიის სახეები
  • 32მომსახურების საფასურები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶238240432382404364657043 (დ…18 (დ…17¹ (…5 (და…1317 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026