საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 56. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) იმ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხისა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას, თუ გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში ამ თანხის განსაზღვრა შესაძლებელია; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგარანტიო თანხისა, თუ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა შეუძლებელია.

2.თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას და რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) იმ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხისა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას, თუ გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში ამ თანხის განსაზღვრა შესაძლებელია; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგარანტიო თანხისა, თუ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა შეუძლებელია. 2. თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას და რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
288041250248164¹17 (დ…575955581167056
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…სახელმწიფო ვალის შესახ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა