საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი XIV 1 საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება მუხლი 92 1 . საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების ზოგადი დებულებანი 1. ამ თავში განსაზღვრული საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების დებულებები გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება არის საბაჟო კონტროლის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო პროცედურა, რომლის მიზანია: ა) ხელი შეუწყოს და წაახალისოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, შეუფერხებლად განხორციელება; ბ) შეამციროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურებში საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის ხვედრითი წილი; გ) გაზარდოს საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) გამტარუნარიანობა; დ) გაზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.
3. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელება. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებას ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვებას (დათვალიერებას), კამერალურ საბაჟო შემოწმებასა და გასვლით საბაჟო შემოწმებას.
5. მიმდინარე კონტროლისა და დაკვირვების პროცედურები ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საკითხების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV და XV თავების შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებასთან დაკავშირებულმა საბაჟო პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დეკლარანტის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
7. ამ თავის მიზნებისთვის, სხვა ვალდებული პირი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელს, გადამზიდველს, საბაჟო საწყობის/დროებითი შენახვის საქმიანობის ნებართვის მფლობელს და სხვა პირს), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან, საბაჟო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებასთან, საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელს.
8. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან/და სასაქონლო პარტიის შერჩევა, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს კამერალური ან/და გასვლითი საბაჟო შემოწმება, ხდება რისკების მართვის საფუძველზე, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
10. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 2 . საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება 1. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული პროცედურების გარდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაათვალიეროს გაშვებული საქონელი ან/და აიღოს ამ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში, თუ შესაძლებელია გაშვებული საქონლის ფიზიკური წარდგენა.
2. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 3 . კამერალური საბაჟო შემოწმება 1. კამერალური საბაჟო შემოწმება დეკლარანტის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების, ხელშეკრულების, ინვოისის, სატრანსპორტო დოკუმენტის, წარმოშობის სერტიფიკატის, შეფუთვის ფურცლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, საბაჟო ორგანოში არსებული საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე დეკლარანტისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ადგენს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებების, არასატარიფო ღონისძიებების შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. კამერალურ საბაჟო შემოწმებას ატარებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.
3. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს, რომელმაც ამ დოკუმენტებში (გარდა საბაჟო დეკლარაციისა) უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებებს ახორციელებს საბაჟო ორგანოს მოხელე.
4. თუ კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს საბაჟო ვალდებულების თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას) ან ავლენს არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდების ფაქტს, მაშინ კამერალური საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო შემოწმების აქტს და ხელს აწერს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.
5. კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გადასახადის, სანქციის დარიცხული თანხის შესახებ დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 4 . გასვლითი საბაჟო შემოწმება 1. გასვლითი საბაჟო შემოწმებით გათვალისწინებულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის ადგილზე საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშებასა და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ან შერჩევითი შემოწმება.
2. გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა დაერთოს გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცესში შესასრულებელ იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომლებიც შემოწმების პროგრამითაა გათვალისწინებული.
3. გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
4. გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება იყოს მიმდინარე ან საკონტროლო.
5. მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთხელ, რის თაობაზედაც დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო შემოწმება უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში დასაბუთებული მიზეზით შეუძლებელი ხდება შემოწმების დაწყება, წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე ეცნობება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს მიმდინარე გასვლითი საბაჟო შემოწმების საფუძველი და საგანი, ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო.
6. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე, თუ: ა) ბოლო საბაჟო შემოწმებისას გამოვლინდა დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები ან არსებობს სხვა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ასეთი დარღვევის შემთხვევებს; ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალობა; გ) წარდგენილი არ არის საბაჟო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები; დ) არსებობს სანდო ინფორმაცია საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რომლის შედეგადაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის; ე) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან საბაჟო პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.
7. გასვლითი საბაჟო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვისა. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა იმ საწარმოში, რომლის მიერ საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება წყდება: ა) საბაჟო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, როდესაც გასვლითი საბაჟო შემოწმებისას მიღებული ინფორმაციის უტყუარობის გადასამოწმებლად საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში იგზავნება სათანადო მოთხოვნა; ბ) ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას.
9. გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ვალდებულია შექმნას საბაჟო შემოწმების ჯგუფი.
10. საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს აღნიშნული ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანება საბაჟო შემოწმების ჯგუფის შექმნის შესახებ, შემოწმების პროგრამა და დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის უფლებების განმარტებითი ბარათი, საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება შესაბამისი გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის შესახებ. საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფი ვალდებულია ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს მოსამართლის ბრძანება საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დანიშვნის თაობაზე, გარდა ამ კოდექსის 92 5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია გასვლითი საბაჟო შემოწმებისას საბაჟო შემოწმების ჯგუფს შეუქმნას ისეთი სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს დეკლარანტთან ან/და სხვა ვალდებულ პირთან.
12. თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება განადგურდეს, დამალულ იქნეს, შესწორდეს ან შეიცვალოს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ დამოწმებული ასლი. დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი უფლებამოსილია ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედანი. მან უნდა შეადგინოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის დედნის ამოღების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს, გადაიღოს აღნიშნული დოკუმენტის ან სხვა მასალის ასლი და 5 დღის ვადაში დედანი დაუბრუნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს.
13. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის მიმართ გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 5 . გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება 1. ამ კოდექსის 92 4 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმება.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი გეგმავს თავი აარიდოს საბაჟო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საბაჟო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.
3. საბაჟო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსგან საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების შესახებ.
4. სასამართლოსგან ნებართვის მიღებამდე საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების პროცედურები. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ის დოკუმენტები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩასატარებლად. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 6 . გასვლითი საბაჟო შემოწმების ჩატარების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის 92 4 მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას დაუბრკოლებლად დაუშვას საბაჟო შემოწმების ჯგუფი თავის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, ხოლო ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში – მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, თუ საქონლის შემოტანა-გატანის დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, ინახება ამ ადგილას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ჩაითვლება საბაჟო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 7 . ექსპერტიზა 1. საჭიროების შემთხვევაში გასვლითი საბაჟო შემოწმების დროს შეიძლება მოწვეულ იქნეს ექსპერტი.
2. ექსპერტიზა ინიშნება, თუ საბაჟო შემოწმებისას წამოჭრილი საკითხები მოითხოვს სპეციალურ სიღრმისეულ ცოდნას.
3. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისგან მოთხოვნილი დასკვნები არ უნდა გასცდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.
4. ექსპერტიზა ინიშნება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.
5. პირი ექსპერტად მოიწვევა ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ შემოწმების მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა დამატებითი მასალების წარმოსადგენად. ექსპერტმა შეიძლება უარი თქვას დასკვნის გაცემაზე, თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის გასაცემად ან თუ დასმული საკითხები სცდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს.
7. ექსპერტიზის დანიშვნისას და ჩატარებისას დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს: ა) წარადგინოს დამატებითი საკითხები და მიიღოს მათ შესახებ ექსპერტის დასკვნა; ბ) დაესწროს ექსპერტიზას და განმარტებები მისცეს ექსპერტს; გ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას.
8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბრძანება გააცნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, განუმარტოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
9. ექსპერტი თავისი სახელით გასცემს წერილობით დასკვნას. ექსპერტის დასკვნაში აღინიშნება მის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, გამოკვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები და დასმულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი დაადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მას უფლება აქვს აღნიშნული გარემოებების შესახებ ფაქტები ჩართოს თავის დასკვნაში.
10. ექსპერტის დასკვნა ან განცხადება დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ წარედგინება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვოს ექსპერტისათვის დამატებითი კითხვების დასმა ან დამატებითი ანდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა საკუთარი ხარჯით.
11. დამატებითი ექსპერტიზა ინიშნება ექსპერტის დასკვნის არასაკმარისი სიცხადისა და სისრულის შემთხვევაში და მისი ჩატარება ევალება იმავე ან სხვა ექსპერტს.
12. განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება, თუ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია ან მისი სისწორე საეჭვოა. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ევალება სხვა ექსპერტს.
13. დამატებითი ან/და განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.
14. ექსპერტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 92 8 . სპეციალისტის მოწვევა 1. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო შემოწმების კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით, სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, რომელსაც ექნება საჭირო ცოდნა და ჩვევები და დაინტერესებული არ იქნება საქმის შედეგით.
2. სპეციალისტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 9 . სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაცია 1. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია უარი თქვას მიწვევაზე, თუ მას აქვს პირადი ან სხვა მოტივაციით გამოწვეული ინტერესთა შეუთავსებლობა ან/და დაინტერესებულია საბაჟო შემოწმების პროცედურების შედეგით.
3. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი მოვალეობის (მოვალეობების) შესრულებისათვის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს მოვალეობა (მოვალეობები) სრულდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში.
4. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციისა და გასამრჯელოს ოდენობებს და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 10 . საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელებისას შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ზოგადი მოთხოვნები საბაჟო სამართალდარღვევის (გარდა კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა) გამოვლენისას საბაჟო ორგანოში ან სამართალდარღვევის აღმოჩენის ადგილზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ამ კოდექსის 235-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 11 . კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტი 1. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება); ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა; გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება ან მოსამართლის ბრძანება (თარიღი და ნომერი)); დ) შემოწმების ვადა და პროგრამა; ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმებაში მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დასაბუთება; ი) შემოწმების შედეგები შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – დეკლარანტის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვის მოთხოვნებისა და საბაჟო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ ამის დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა, საურავებისა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა; აქტის დანართების შინაარსი; კ) ის საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება დეკლარანტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.
2. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტს ხელს აწერენ: ა) საბაჟო ორგანოს მხრიდან – საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრები; ბ) დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხრიდან – დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობდნენ შემოწმებაში. თუ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3. თუ საბაჟო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 92 12 . საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება 1. თუ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან მას საერთოდ არ ახორციელებს, ანდა დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია საბაჟო დეკლარირებისას საბაჟო ორგანოში დარეგისტრირებული მონაცემების სისწორის დადგენა, საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრა, მაშინ საბაჟო ორგანოს საბაჟო ვალდებულების ოდენობის, საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების სისწორის დადგენის მიზნით უფლება აქვს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება განსაზღვროს საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
2. საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, საქონლის კლასიფიკაციის, საქონლის წარმოშობის, საბაჟო ღირებულების, გამოსავლიანობის ნორმის შეცვლის შესახებ.
3. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება „შეტყობინება“ საბაჟო გადასახდელის ვადაგადაცილებული დავალიანების, საბაჟო სანქციების თანხის გადახდის, გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ან იმ საბაჟო სანქციის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
4. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „შეტყობინება“ ბარდება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, ან მათ წარმომადგენელს.
5. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ან დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის – საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
6. საბაჟო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი განიხილება, როდესაც საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე საბაჟო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციაში.
8. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი XV საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)