Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 12³ (დანართი 1)

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 12³ (დანართი 1). უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უვადო  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემულ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი; დ) ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.უვადო  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მიერ გაცემული ცნობა ამავე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც  მიიღო  მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა  ან კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ; დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრმა, რომელიც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობს, უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; დ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2014 – 5 ივლ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 12⁴ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 აგვ. 2026 · №12

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 11 (დანართი 1)საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 12² (დანართი 1)მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
  • 9 (დანართი 1)სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 16ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა
  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
  • 14საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 17
  • 15
  • 11

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 5უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 191საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22191171511516171411 (დ…12² (…9 (და…12³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…სამეწარმეო საქმიანობის…უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 აგვ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026