საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 191. საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.

2.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.

3.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.

4.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5.ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობისას ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3382 – სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.190 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5116 – სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.251 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226 საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2046 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №593 · ძალაშია 9 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 18 აგვ. 2014 – 1 სექ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 17 მარ. 2014
  3. 191-ე მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში ჯარიმის გადაუხდელობის შესახებ შეტყობინების ადრესატი სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოებია.

  4. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2007

    ამოღებულია მე-2 ნაწილი, რომლითაც 1¹ ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირზე ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ვიზის ან შემოსვლის ნებართვის გაცემა დაუშვებელი იყო.

  5. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2007
  6. · გამოქვეყნდა 12 იან. 2007
  7. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2006
  8. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2006

    191-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცვალა ფიქსირებული ჯარიმებით (180 და 360 ლარი) და დაემატა 1¹ ნაწილი, გადაინომრა დანარჩენი ნაწილები და დაემატა შენიშვნა ვიზისა და შემოსვლის ნებართვის გაუცემლობის შესახებ.

  9. 191-ე მუხლში ჯარიმები მანეთებიდან გადავიდა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობებზე: ორიდან ხუთამდე, ხოლო თანამდებობის პირთათვის ხუთიდან ათამდე; დაემატა კანონზე მითითება.

  10. 191 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: უცხოელთა ყოფნის წესები უკავშირდება საქართველოს რესპუბლიკას, ჯარიმები ხუთას ან ათას მანეთამდეა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²344322¹23927531²185139⁵3447631073¹8191
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…უცხოეთის აგენტების რეგ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა