Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 12⁴ (დანართი 1)

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 12⁴ (დანართი 1). ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹33¹456

1.ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა შრომითმა იმიგრანტმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ამ წესის 12​​ 5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

1¹.ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც ამავდროულად შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

2.უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს ამ წესის 12 5 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობისა და ამ წესის 12 ​​ 5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით; ზ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; თ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2¹.უცხოელმა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, ახორციელებს ამ წესის 12 5 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში და, ამავდროულად, აღნიშნული საქმიანობა შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „ვ“ და „თ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3¹.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც, ამავდროულად, შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

4.ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით: ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე მე-2 პუნქტის „ზ“ და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება, მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2014 – 1 ოქტ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12³ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 12⁵ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 აგვ. 2026 · №12

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 12⁵ (დანართი 1)ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირი
  • 6 (დანართი 1)სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13⁵შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
  • 13⁷შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა
  • 13⁶შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები
  • 60უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება
  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 5უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 11

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1151560175 (და…12⁵ (…6 (და…13⁵13⁷13⁶1712⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში ბინადრობი…შრომითი მიგრაციის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…უცხოეთში მცხოვრები თან…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 აგვ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026