Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 13⁷

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 13⁷. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვებიდროებითი ვიზებიინდივიდუალური გათავისუფლებაუცხოელი მუშახელიდამსაქმებლის სპონსორობაკორპორაციული მიგრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; გ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ე) ამ კანონის 13 6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5.საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების  6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; გ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ე) ამ კანონის 13 6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ   შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 აპრ. 2015 – 1 ოქტ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13⁶შემდეგი მუხლი 13⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomad)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა IT სპეციალისტებისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13⁵შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
  • 13⁶შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 13¹შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 21საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები
  • 60უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 12⁴ (დანართი 1)ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 15 (დანართი 1)საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 47შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
  • 46შრომითი ურთიერთობის შეჩერება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47462115605 (და…12⁴ (…15 (დ…13⁶13⁵13¹1713⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომითი მიგრაციის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს შრომის კოდ…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026