Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 13⁵

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 13⁵. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვებიდროებითი ვიზებიუცხოელი მუშახელიდამსაქმებლის სპონსორობაკორპორაციული მიგრაციასპეციალური კატეგორიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

2.შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.

3.ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

4.თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

5.თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

6.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.

8.შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

9.შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

10.შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში  ცვლილების შეტანის დღიდან  5 კალენდარული დღის ვადაში. 4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს  შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. 8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების  გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 22 აპრ. 2015 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13⁴შემდეგი მუხლი 13⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomad)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13⁷შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა
  • 13⁴შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა
  • 13⁶შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 12⁴ (დანართი 1)ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება
  • 20¹ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 10შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁴უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 69ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴10481551¹20¹5 (და…12⁴ (…13⁶13⁷13⁴176913⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომითი მიგრაციის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…დასაქმების ხელშეწყობის…საინვესტიციო საქმიანობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026