საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 13¹ (დანართი 1). ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოს დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია ადგილზე გასვლის გზით, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში.

1¹.საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

2.ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმების მიზნით, სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია, გავიდეს განმცხადებლის მიერ დოკუმენტში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებულ ადგილზე, დაათვალიეროს იგი, ასევე დაუსვას განმცხადებელსა და სხვა პირებს კითხვები დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის შესახებ და მოითხოვოს ამ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ დამატებითი დოკუმენტები/ინფორმაცია. გამოკითხული პირი ვალდებულია, დოკუმენტში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ განმარტება მისცეს კარნახისა და სხვა პირების ჩარევის გარეშე.

4.იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობა ვერ დასტურდება დოკუმენტში მითითებულ ადგილზე პირის არყოფნის გამო ან ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, სააგენტოს წარმომადგენლი უფლებამოსილია, ადგილზე გავიდეს განმეორებით წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. დოკუმენტში მითითებულ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლის განმეორებით გასვლისას პირის არყოფნის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცული არ არის, რაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

5.ადგილზე გასვლის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს  წარმომადგენლები  და გამოკითხული პირი/პირები. სააგენტოს წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, გამოკითხულ პირს/პირებს გააცნონ ოქმის შინაარსი. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2014 – 12 მაი. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³³21¹³⁴1722116¹171413 (დ…10¹ (…7 (და…3913¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს ადმინისტრა…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა