Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 16¹

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 16¹. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

2.კომისია უფლებამოსილია ქორწინებაში მყოფი პირების ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად მათ ჩაუტაროს გასაუბრება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული არიან კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი, მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში და კომისიას საჭიროებისამებრ მისცენ შესაძლებლობა, გადაამოწმოს შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კომისიაში გამოცხადებაზე, კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან მასთან თანამშრომლობაზე უარის სხვაგვარად განცხადება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

4.თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამ მასალების ასლებს − საქართველოს პროკურატურას.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებისას საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად გასაუბრების ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 8 ივლ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
  • 14საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 13¹ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმება
  • 10¹საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 7ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 52ქორწინების რეგისტრაცია
  • 55განქორწინების რეგისტრაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 344³ფიქციური ქორწინება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1172საქორწინო ხელშეკრულება

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 44ქორწინების პირობები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 24საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
344³2117244525517142413¹10¹716¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026