ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 10¹. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.

2.ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც პერიოდულად განახლდება. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სამინისტროსთვის წარდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ეს განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად სამინისტროსთვის წარდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, მათ შორის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალის შესახებ და მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისგან, დაცული ტერიტორიებისგან, რეკრეაციული სივრცეებისა და საქართველოს ტყისგან დაშორების თაობაზე ინფორმაცია; გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება; დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტითა და გადამუშავებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება.

6.საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ პირობებს; ბ) ლიცენზიის მაძიებელმა მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასებისას გათვალისწინებულია სათანადო დაშორება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, დაცულ ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს და საქართველოს ტყეს შორის.

7.ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები: ა) მიიღოს უსაფრთხოების ყველა ზომა და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია ან/და სხვა პროდუქტებთან შერევა მისი იმპორტისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისას და გადამუშავებისას; ბ) უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიკვლევადობა იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე; გ) შეინახოს და განაახლოს იმპორტირებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადგილწარმოშობის, რაოდენობის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების თაობაზე და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შემდგომი გამოყენების/განკარგვის შესახებ ინფორმაცია; დ) დაიცვას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების წესები; ე) დაიცვას ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) დაიცვას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასების საფუძველზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობები.

9.საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები.

10.საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ცხოველის საკვების საწარმოებლად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის, გადამუშავებისა და მართვის წესებსა და პირობებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207²65057¹57187252264510¹
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…ლიცენზიებისა და ნებართ…სურსათად/ცხოველის საკვ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სისხლის სა…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა