ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [ 2 1 . ცხოველის საკვების საწარმოებლად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ნებადართულია, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას მიეკუთვნება. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.

4.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. [ 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.

4.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

5.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [ 2 1 . ცხოველის საკვების საწარმოებლად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ნებადართულია, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას მიეკუთვნება. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. [ 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების  წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა,   ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 22 მარ. 2016-დან · იცვლება 31 მარ. 2027-დან

1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით საბაზრო ქსელში განთავსება და გადამუშავება აღარ არის ნებადართული დაშვებული სახეობებისთვის, არამედ საბაზრო ქსელში განთავსება აკრძალულია პასუხისმგებლობით.

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
289¹207²687¹87³232522285647
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სურსათად/ცხოველის საკვ…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა