Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებმუხლი 22

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 22. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234568

1.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის.

1¹.აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება.

2.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია.

3.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ.

4.სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის.

5.სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას.

6.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.

7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. [ 7. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისთვის/რეექსპორტისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება.

10.წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

11.სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის. 1 1 . აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ. 4. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის. 5. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას. 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. [ 7. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისთვის/რეექსპორტისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება. 10. წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები. 11. სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის  კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 22 მარ. 2016-დან · იცვლება 31 მარ. 2027-დან

1. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის. 1 1 . აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ. 4. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის. 5. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას. 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ. 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება. 10. წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები. 11. სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 მარ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. 22 მარ. 2016

    22-ე მუხლში დაწესდა ჩაკეტილი სისტემისთვის წლიური 5 კილოგრამიანი იმპორტის ზღვარი, იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვა, შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობა და ტრანზიტის შეტყობინების წესი (9–11 პუნქტები).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №3

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2026
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 7გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება
  • 25გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები
  • 10ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 207²ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი
  • 289¹ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 6სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი
  • 4ტერმინთა განმარტება
  • 5სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 87¹ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა
  • 87²ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა
  • 87³ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 60რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207²289¹87¹87²87³725106456022
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს სისხლის სა…სურსათად/ცხოველის საკვ…საქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026