ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 50. გარეული ცხოველებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

1.გარეულ ცხოველთა სახეობებით , მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ამ კანონის , „ საფრთხის წინაშე მყოფი ფაუნის ( გარეული ცხოველების ) და ფლორის ( ველური მცენარეების ) სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ” კონვენციის (Convention InternationaI Trade in Endangered Species Fauna and FIora- CITES) დებულებებისა და მათ საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .

2.გარეული ცხოველის , მისი დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა . ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას : ა ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა , რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას ; ბ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით ; გ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად , რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების , ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი ; დ ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები ; ე ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში , რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე ; ვ ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია , რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის .

3.გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე , იმპორტზე , რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია , რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ , თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები : ა ) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი ; ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120 თავი V. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარეულ ცხოველთა სახეობებით , მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ამ კანონის , „ საფრთხის წინაშე მყოფი ფაუნის ( გარეული ცხოველების ) და ფლორის ( ველური მცენარეების ) სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ” კონვენციის (Convention InternationaI Trade in Endangered Species Fauna and FIora- CITES) დებულებებისა და მათ საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად . 2. გარეული ცხოველის , მისი დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა . ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას : ა ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა , რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას ; ბ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით ; გ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად , რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების , ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი ; დ ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები ; ე ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში , რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე ; ვ ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია , რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის . 3. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე , იმპორტზე , რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია , რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ , თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები : ა ) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი ; ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120 თავი V. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003

    50-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში ექსპორტ-იმპორტის ნებართვა ეხება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობას და ფორმულირება „იმ შემთხვევაში, თუ“ ჩაენაცვლა წინა ფორმულირებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2226⁴302¹26⁶85⁴66⁴66³2135332329757¹50
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…სურსათის/ცხოველის საკვ…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა