საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 87¹. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 2000 ლარამდე.

3.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. [ 3 1 . საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან, მათ შორის, ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემის მიერ სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადის განსაზღვრასა და შესაბამისი პირობების დადგენასთან, აგრეთვე ამ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

5.(ამოღებულია – 02.03.2016, №4800) .

6.(ამოღებულია – 02.03.2016, №4800) .

7.(ამოღებულია – 02.03.2016, №4800) . საქართველოს 2014 წლის 18  სექტემბრის კანონი №2660 – ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4800 – ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1801 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან · იცვლება 31 მარ. 2027-დან

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 2000 ლარამდე. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 5. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800) . 6. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800) . 7. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800) . საქართველოს 2014 წლის 18  სექტემბრის კანონი №2660 – ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4800 – ვებგვერდი, 22.03.2016წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 იან. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. პირველ ნაწილში პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებით, საბაზრო ქსელში განთავსება ამოღებულია. მე-5–მე-7 ნაწილები, რომლებიც გარემოში ინტროდუქციასა და მის დამამძიმებელ შემთხვევებს სჯიდა, ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
289¹207²87³87²46⁸721012740¹3423¹87¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…გარემოსდაცვითი პასუხის…ნარჩენების მართვის კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა