რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 60. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2.საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი.

3.რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ: ა) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი არ განხორციელდეს სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურა, ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია რადიოაქტიური ნარჩენების იმგვარი მართვისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების დაცვით; გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური დასტური; დ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნები დაცულ იქნეს. თავი XI. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი. 3. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ: ა) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი არ განხორციელდეს სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურა, ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია რადიოაქტიური ნარჩენების იმგვარი მართვისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების დაცვით; გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური დასტური; დ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნები დაცულ იქნეს. თავი XI. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2343242813581604175760
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…რადიოაქტიური ნარჩენები…საქართველოს სისხლის სა…ნარჩენების იმპორტის, ე…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა