ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 28. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია: ა) სამინისტრო, რომელიც: ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს; ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას; [ ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასა და საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიას; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს; ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1696) ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც: გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს; გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს: ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

3.თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

4.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1696 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია: ა) სამინისტრო, რომელიც: ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს; ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას; [ ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასა და საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიას; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს; ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1696) ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც: გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს; გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს: ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს. 3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის  კანონი №1696  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის  კანონი №1796  - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან · იცვლება 31 მარ. 2027-დან

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია: ა) სამინისტრო, რომელიც: ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს; ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას; ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს; ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1696) ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც: გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს; გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს: ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს. 3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1696 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. ამოღებულია პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგენდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27207²762619768911428
მნიშვნელობით ახლოსსურსათად/ცხოველის საკვ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს „წითელი ნუ…პესტიციდებისა და აგროქ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა