პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2.სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „ FAO “ -ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.

3.მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.

4.ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.(ამოღებულია) .

6.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვის კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს FAO-ს.

7.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოების (დაფასოების), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „ FAO “ -ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით. 3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 5 . (ამოღებულია) . 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვის კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს FAO-ს. 7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოების (დაფასოების), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 პუნქტში კოდექსის მოთხოვნების დაცვის კონტროლის ვალდებულება ახლებურად ფორმულირდა. მე-7 პუნქტში შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოებისა და ხარისხის კონტროლს ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

  2. მე-7 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც შემოტანაზე, ტრანსპორტირებაზე, რეალიზაციაზე, მარკირებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, წარმოებაზე და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტში კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროები ცალ-ცალკე არის დასახელებული (სოფლის მეურნეობის; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის), მე-5 პუნქტი კი ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27658571362192649281 (და…7
მნიშვნელობით ახლოსპესტიციდებისა და აგროქ…გარემოს დაცვის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…სურსათის/ცხოველის საკვ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა