Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებმუხლი 17

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის გაანგარიშება

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²56

1.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

2.პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით.

3.პარლამენტის ყოფილ წევრებს: ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით.

4.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ამ მუხლის 4 1 და 4 2 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 125%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება.

4¹.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

4².აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

5.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

6.ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, № 8, 24.03.2006 წ., მუხ. 63 საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. თავი VI. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. 2. პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით. 3. პარლამენტის ყოფილ წევრებს: ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით. 4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ამ მუხლის 4 1 და 4 2 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 125%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. 4 1 . წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. 4 2 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. 5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. 6. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, № 8, 24.03.2006 წ., მუხ. 63 საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282 საქართველოს 2013 წლის  22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025  წლის 26  ივნისის  კანონი №822  – ვებგვერდი, 30.06.2025წ. თავი VI. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №77

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15¹მუხლი 5მუხლი 7მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 16შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის დანიშვნა
  • 13საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება
  • 14საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 17შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები

სოციალური დახმარების შესახებ

  • 12²შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა და გაანგარიშების წესი და პირობები

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 26დახმარება პარლამენტის წევრის დაღუპვისას (გარდაცვალებისას) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 17დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
  • 18ყოფილი პარლამენტის წევრისა და თანამდებობის პირის გარანტიები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 77მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება

მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ

  • 16

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18³

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 33პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1612²515¹781613142618³1777171817
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026