სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 12². შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა და გაანგარიშების წესი და პირობები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 28 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.

2.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაზისო სოციალური პაკეტის ოდენობა, გაზრდილი: ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის − ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტისა და ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით; ბ) ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.

3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი სოციალური პაკეტის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, სოციალური პაკეტის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

4.სოციალური პაკეტის ოდენობა ამ მუხლით დადგენილი წესით  იზრდება შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან, რაც აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში.

5.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად გაანგარიშებული საბაზისო სოციალური პაკეტის გაზრდილი ოდენობა.

6.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე; ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2277 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. თავი III. სპეციალიზებული დაწესებულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 14 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2006 – 14 დეკ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სოციალური დახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
631015142²12¹171628763945¹1512²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …სოციალური დახმარების შ…სახელმწიფო კომპენსაციი…შეზღუდული შესაძლებლობი…სახელმწიფო პენსიის შეს…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა