სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 15¹. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს: ა) მამაკაცს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა; ბ) ქალს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა; გ) მამაკაცს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 12 წლისა და 6 თვის სტაჟი; დ) ქალს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა: ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 15 ლარზე ნამრავლი; ბ) ყოფილი მეორე პილოტისთვის, შტურმანისთვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისთვის, „ან-2“-ის მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი; გ) ყოფილი ბორტგამცილებლისთვის, ბორტრადისტისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი; დ) ყოფილი ბორტაეროლოგისთვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისთვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისთვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 5 ლარზე ნამრავლი.

3.ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, № 8, 24.03.2006 წ., მუხ. 63 საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4996 - სსმ I, №25, 05.07.2007 წ., მუხ.224 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5018 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71737¹8199111111⁴18³11591516210715¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს საკონსტიტუ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა