სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2.ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დაენიშნა: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით; ბ) გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტების შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1530 - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. 2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დაენიშნა: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით; ბ) გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტების შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის კანონი  №1714  - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026  წლის 28 აპრილის  კანონი  №1530  - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
361928893822¹432¹163125314¹165³50¹37
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ომისა და თავდაცვის ძალ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა