1.პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობას, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე‑12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2.პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა‘‘ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
4.ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე‑3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პირის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
5.გარდამავალ ეტაპზე გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით: ა) იმ პირებს, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე, 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე‑2 პუნქტის შესაბამისად; ბ) იმ პირებს, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან სოციალური პაკეტი ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები; გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ ყოველთვიური ფულადი გასაცემლები (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), მიუღებელი თანხის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა შეჩერების დღიდან.
6.ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ -ერთი შვილის 18 წლის ასაკის მიღწევა მრავალშვილიანი ოჯახისათვის, რომელსაც ჰყავს 7 ან 7 -ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და იღებს სოციალურ პაკეტს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7.ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე‑3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შემდგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
8.ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, სოციალური პაკეტის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა.
9.პირს, რომელიც 2015 წლის პირველ აპრილამდე აღიარებულია ქმედუუნაროდ, არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) და წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო ინდივიდუალურ შეფასებამდე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით მიწოდებული მიმართვის საფუძველზე, სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში უხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა, ხოლო ინდივიდუალური შეფასების შემდეგ სოციალური პაკეტის მიღება განხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
10.ინდივიდუალურ შეფასებამდე ქმედუუნაროდ აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ძირითადი თანხა და პროცენტი) ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც, ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში, საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე ან მხარდამჭერზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №370 - ვებგვერდი,10.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №459 – ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

