სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 37¹. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპენსაციის სახით მიიღონ ის თანხა, რომლის საპარლამენტო პენსიის სახით მიღების უფლებაც მათ წარმოეშვათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არ მიუღიათ შესაბამისი თანხა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობის გაანგარიშებისას კომპეტენტურმა ორგანომ გაცდენილი ვადის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 1 იანვრიდან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის სახით აღნიშნული თანხის მიღების უფლება აქვთ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ 2007 წლის 20 იანვრამდე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპეტენტური ორგანო შესაბამისი კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით 2008 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3939 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.330

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 ოქტ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2005 – 22 დეკ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²⁹131215¹283151721229311773337¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…საერთო სასამართლოების …სამხედრო, შინაგან საქმ…სახელმწიფო პენსიის შეს…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა