სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლების რეალიზაცია

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

2.სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად.

3.გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

4.სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო კომპენსაციაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა

    დავა ეხება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი ძველი თბილისის ცენტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას სახელმწიფო კომპენსაციის საკითხზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოქალაქეობის დაკარგვა კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველია, ხოლო შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემოწმებას მოითხოვს. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ახალი კანონის გავრცელება უწყვეტ სოციალურ ურთიერთობაზე მისი ამოქმედების დღიდან არ წარმოადგენს წარსულში დასრულებულ ურთიერთობაზე ნამდვილი უკუძალით მოქმედებას. ვინაიდან კომპენსაციის დანიშვნისა და შეწყვეტის და მოქალაქეობის ცვლილების არსებითი გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით არ იყო გამოკვლეული, სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    კომპენსაციაზე უარის შესახებ აქტების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დანიშვნის აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი აჭარის ფილიალის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი კომპენსაციის საფუძველია, თუ პირი კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წრეს განეკუთვნება. პალატამ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი დასკვნები არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის დაბრუნებას დამატებითი წინაპირობები აქვს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო კომპენსაციის წარდგინებაზე უარის ბათილობა და წარდგინებისა და დოკუმენტების მომზადების დავალდებულება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უარს, მოემზადებინა წარდგინება და დოკუმენტები ნამსახურობის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი თანამდებობიდან დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო დათხოვნა გამორიცხავს სახელმწიფო კომპენსაციის კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობას. პალატამ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგინების მომზადებაზე უარი კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელი დარჩა.

  • №ბს-375(კ-19)2019-06-2022
    დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო კომპენსაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დანიშვნის აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უარს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსსა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიღებულ ტრავმას შორის, ხოლო კომპენსაციის მოთხოვნას სათანადო დოკუმენტები უნდა დაერთოს. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მასალებით ასეთი კავშირი არ დადგინდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო განჩინება, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ. 2. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად. 3. გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით. 4. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 აპრ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    ახალ რედაქციაში გამონაკლისის ფრაზაში „რეაბილიტირებული“ შეცვლილია სხვაგვარად დაწერილი ფორმით, ხოლო „კანონმდებლობით“ წინ დაემატა სიტყვა „საქართველოს“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
819371025111711 (დ…4 (და…5 (და…77343
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო, შინაგან საქმ…სახელმწიფო კომპენსაციი…სახელმწიფო პენსიის/საპ…ომისა და თავდაცვის ძალ…საერთო სასამართლოების …საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა