სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.

2.სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

3.შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

4.საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ.

5.საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა. 2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. 3. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით. 4. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ. 5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6336751409815¹839332141
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…განათლების ხარისხის გა…სამედიცინო-სოციალური ე…მეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა