1.მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.
2.მეცნიერი ვალდებულია: ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში; გ 1 ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი; დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3.სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით. 2. მეცნიერი ვალდებულია: ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში; გ 1 ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი; დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება 1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. 2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობა რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №24
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 ნოე. 2019 – 5 თებ. 2026ტექსტი უცნობია
22 დეკ. 2015 – 11 ივლ. 2018ტექსტი უცნობია
10 დეკ. 2015 – 22 დეკ. 2015ტექსტი უცნობია
1 იან. 2011 – 10 დეკ. 2015ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…საბიბლიოთეკო საქმის შე…სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს სისხლის სა…შრომის უსაფრთხოების შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №24 · ბოლოს შემოწმდა