„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
მუხლი 17^1. უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების რეგისტრაცია
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, თუ იგი აღემატება 500 ლარს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე დავალიანების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427
