1.სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტესტირების რეჟიმში შეფასებული (შესწავლილი) ოჯახების (შინამეურნეობების) შესახებ მოპოვებული მონაცემების შეტანა (ასახვა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

