სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 5 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2.ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან.

3.საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4.საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების  შედეგად მინიჭებული  სარეიტინგო  ქულის  შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

4¹.2022 წლის 1 აპრილის შემდეგ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში ოჯახს უგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ახალი „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

4².ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/ რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

4³.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 4 1 და 4 2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4⁴.ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში არსებული ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით. მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თვე, თარიღების მიუხედავად, არ გაითვალისწინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოანგარიშებისას.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22 .

01.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №420 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
116874161412 (დ…10 (დ…115 (და…4 (და…5
მნიშვნელობით ახლოს“მიზნობრივი სოციალური …სოციალური დახმარების შ…სოციალური დახმარების შ…ახალი კორონავირუსით (S…ქვეყანაში სიღატაკის დო…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა