1.2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.
2.„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახ(ებ)ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველს.
3.(ამოღებულია - 07.05.2026, №182).
4.2026 წლის განმავლობაში სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტულად − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საფუძვლებით.
5.(ამოღებულია - 07.05.2026, №182).
6.(ამოღებულია - 23.10.2023, №419). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 08.05.2026წ. თავი V. კონტროლი, ზედამხედველობა და დაფინანსება

