ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 12 (დანართი 1). სარეიტინგო ქულა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

1¹.ამ წესის მე-10 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

2.მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა, სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მე-15 კალენდარული დღე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კორექტირების შესახებ გამოცემულია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თარიღიდან არა უმეტეს 16 კალენდარული დღის განმავლობაში, მაშინ სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარული დღე.

4¹.მინიჭებული სარეიტინგო ქულა ძალაშია ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტამდე ან ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლამდე.

5.სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.

6.(ამოღებულია - 23.10.2023, №419).

7.(ამოღებულია - 23.10.2023, №419).

8.(ამოღებულია - 23.10.2023, №419).

9.„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის დაუსაქმებელი წევრის დასაქმების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს საჭირო მონაცემების მიწოდებას სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, დაუსაქმებელ პირად ჩაითვლება ის ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება ხელფასი და ამავდროულად არ არის თვითდასაქმებული.

11.სააგენტოსა და სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მონაცემების მიწოდება ხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით, სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 31.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 21.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6511416129 (და…10 (დ…6 (და…153712 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…სოციალურად დაუცველი ოჯ…ქვეყანაში სიღატაკის დო…“მიზნობრივი სოციალური …საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა