სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

მუხლი 14. იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ვალდებულებებია: ა) საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევა და მათი ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად (არანაკლებ 3-ჰექტრიანი ნაკვეთი) დაყოფა (აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე მცირეა); ბ) საპრივატიზებოდ შერჩეული მიწის ნაკვეთების შესახებ საკადასტრო აზომვითი ინფორმაციის გადაგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში საპრივატიზებო გეგმის დასამტკიცებლად; გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.

2.იჯარით გაუცემელი ან ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია: ა) საპრივატიზებო გეგმის მომზადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაზე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოზე გაცემული თანხმობის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებასთან – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმება და დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით; ბ) (ამოღებულია); ბ 1 ) სპეციალური აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემა; გ) ღია აუქციონის ორგანიზება და ჩატარება; დ) ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა; ე) სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და გამოსასყიდი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენისთანავე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის; ვ) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19 საქართველოს 2007 წლის 2 6 ოქტომბრ ის კანონი № 5425 - სსმ I, № 38 , 14 .

11 .2007 წ., მუხ. 367 საქართველოს 200 9 წლის 3 ნოემბრ ის კანონი № 1938 - სსმ I, № 35 , 19 .

11 .200 9 წ., მუხ. 243

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 19 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21812138101510121812514
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სასოფლო-სამეურნეო დანი…გარემოს დაცვის შესახებმიწის მიზნობრივი დანიშ…