Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებმუხლი 12

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

მუხლი 12. საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი ადასტურებს ვალდებულების შეუსრულებლობას. პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ან პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურებიდან 1 კვირის ვადაში სააგენტო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების თაობაზე ინფორმაციის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეტანის მიზნით.

2.საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას (საპრივატიზებო პირობების დარღვევისას) გამოიყენება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაციის საჯარო რეესტრში ასახვიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ასეთი შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არ ეთანხმება მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ასეთი შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის პირობებს, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესაბამისად.

5.თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც მის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას გამორიცხავს, ამ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საკითხი წყდება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, მიწის ნაკვეთის მიმართ დამდგარი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-07-02

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 11საინვესტიციო გეგმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება
  • 14კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 5სააგენტოს უფლებამოსილებანი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 5სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 7ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 11³სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 10იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები
  • 6სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 9თვითნებურად დაკავებული მიწა
  • 4მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები
  • 6მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის ზოგადი წესი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 4ინვესტორის მოვალეობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³106479461611145512
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიწის მიზნობრივი დანიშ…სასოფლო-სამეურნეო დანი…თავისუფალი ტურისტული ზ…საჯარო რეესტრის შესახე…სახელმწიფო საკუთრებაში…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2019