სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

მუხლი 4¹. პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ენიჭებათ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან/და სხვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.

2.საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3.უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობის სხდომაზე წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №748 - სსმ I, №39, 24. 1 2.2008 წ., მუხ.246

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ენიჭებათ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან/და სხვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით. 2. საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 3. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობის სხდომაზე წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №748 - სსმ I, №39, 24. 1 2.2008 წ., მუხ.246

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 იან. 2006 – 24 დეკ. 2008 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 18 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2133191327101259109844¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…საგანგებო მდგომარეობის…სახელმწიფო ქონების შეს…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს კონსტიტუცი…