Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებმუხლი 10

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019
თემები:უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობა (D5)დავები და დაცვასაცხოვრებელი ბინებისახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ 2 წელია გასული. ამ უფლებით არ სარგებლობენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები.

2.უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პირის ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შესთავაზოს იმავე ფასითა და პირობებით, რომლებითაც ის ამ მიწის მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს.

3.პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, ვალდებულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეტყობინება გაუგზავნოს დაზღვეული წერილით, ფოსტის მეშვეობით, საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება შეტყობინების უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან.

4.პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართის შესახებ. აღნიშნული სააგენტო ვალდებულია გასცეს ეს ინფორმაცია.

5.თუ შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე არ ჩაჰბარდა, ამ პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართი არ დგინდება ან მისი ზუსტი იდენტიფიცირება საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ვერ ხერხდება, ვალდებული პირი შეტყობინებას აქვეყნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა შეტყობინების გამოქვეყნების მომენტიდან.

6.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულება პირს არ ეკისრება, თუ არსებობს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის სათანადოდ დამოწმებული თანხმობა ამ უფლების გამოყენებაზე უარის თქმაზე.

7.უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს სამკვიდროს გახსნისა და სამართალმემკვიდრის რეგისტრაციის შემდეგ. პირს სამართალმემკვიდრის რეგისტრაციამდე არ ეკისრება შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

8.თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი აპირებს ამ უფლების გამოყენებას, იგი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს შეტყობინების თაობაზე დოკუმენტაცია.

9.ვალდებული პირი უფლებამოსილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მესამე პირზე გაასხვისოს, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი ამ უფლების გამოყენებაზე უარს იტყვის ან კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

10.თუ ვალდებული პირი შეტყობინებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ გაასხვისებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, ამ ვადის გასვლის შემდეგ მას კვლავ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება.

11.თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება ერთდროულად აქვს თანამესაკუთრეს, მოიჯარეს ან/და სახელმწიფოს, პირველ რიგში, ამ უფლებით სარგებლობს თანამესაკუთრე, მის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში − მოიჯარე, ხოლო შემდეგ − სახელმწიფო.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის შეძენის იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის გარიგებებისერვისის გვერდი
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შემოწმებასერვისის გვერდი
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-07-02

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სასოფლო-სამეურნეო … 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16საჯარო რეესტრის შე… 15⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 9სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15⁵თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია
  • 11³სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 4სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება
  • 5სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება
  • 6სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 50სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 5სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები
  • 16¹იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის ვადა, წესი და პირობები

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 12სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები
  • 7სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 20სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁵11³516¹127205016945610
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო დანი…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს სივრცის და…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2019