მუხლი 30. რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე
1. დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს: ა) შემტყობინებლის ვინაობა; ბ) დარღვევის ნიშნები; გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები; დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი; ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.
2. დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ასევე ვალდებულია: ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ; ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები; გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
