პოლიციის შესახებ

მუხლი 59. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3.პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს.

4.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) ქონებრივი ზიანის მიყენება; ვ) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ზ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ ან სამინისტროს მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული, უღირსი საქციელის სამსახურში ან სამსახურის გარეთ ჩადენა; თ) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ი) სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს ან/და რეპუტაციას; კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს; ლ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რის გამოც პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; მ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან/და მარიხუანის), მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ნ) სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ო) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება; პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შესახებ შეუტყობინებლობა; ჟ) ამ კანონის 59 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა; რ) „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმის დარღვევა; ს) პოლიციელის ფიცის გატეხვა; ტ) შრომის დისციპლინის დარღვევა; უ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა; ფ) პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ სამინისტროსთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების პირობის დარღვევა; ქ) სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემის არასამსახურებრივი მიზნით დამუშავება (მათ შორის, მოპოვება, გამოყენება, გავრცელება); ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალების მართვისას მათი არადანიშნულებით/არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ყ) იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მინების შუქგამტარობა შეზღუდულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ან/და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით მართვა; შ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ განსაზღვრული სხვა დისციპლინური გადაცდომა.

5.მინისტრი უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ცალკეული სახეები.

6.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 მარ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³14³⁴11¹⁹101615⁴75¹59¹10613756761382059
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სახელმწიფო…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა