სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 10. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. დასაიდუმლოების ვადა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის არის 20 წელი, „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 10 წელი, „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 3 წელი. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელს, თუ ინფორმაციის განსაიდუმლოებით ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების დასაიდუმლოების ვადის გაგრძელება, საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან განსაიდუმლოება ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა აითვლება მასზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან.

3.ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, ეს ვადა გააგრძელოს.

4.საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ ეს ვადა გააგრძელოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. დასაიდუმლოების ვადა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის არის 20 წელი, „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 10 წელი, „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 3 წელი. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელს, თუ ინფორმაციის განსაიდუმლოებით ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების დასაიდუმლოების ვადის გაგრძელება, საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან განსაიდუმლოება ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა აითვლება მასზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან. 3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, ეს ვადა გააგრძელოს. 4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ ეს ვადა გააგრძელოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3127⁴333133203219171121156710
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა