სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

2.ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3.ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით.

4.ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება.

6.ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.

7.მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. თავი V სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით. 4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება. 6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას. 7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. თავი V სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მარ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3327⁴31420111916111510216715717
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სახელმწიფო…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახალხო და…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა