Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საიდუმლოების შესახებმუხლი 9

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 9. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და საიდუმლოობის გრიფი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:უსაფრთხოების დაშვებაუსაფრთხოების კონტრაქტებისახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიდაცვის სტრატეგიებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებათანამშრომლის ტრენინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.

2.საიდუმლოობის გრიფი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა ადასტურებდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, უნდა მიუთითებდეს ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და უფლებამოსილ პირს, რომელმაც ეს გრიფი აღნიშნა.

3.საიდუმლოობის ხარისხის გათვალისწინებით დადგენილია შემდეგი საიდუმლოობის გრიფები: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია TOP SECRET); ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია SECRET); გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია CONFIDENTIAL); დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ (მასთან გათანაბრებულია RESTRICTED).

4.ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.

5.ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის.

6.ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.

7.ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „შეზღუდული სარგებლობისათვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.

8.თუ საიდუმლოობის გრიფის უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე აღნიშვნა შეუძლებელია, იგი თანდართულ დოკუმენტში მიეთითება.

9.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ან ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დამსაიდუმლოებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით. 2. საიდუმლოობის გრიფი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა ადასტურებდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, უნდა მიუთითებდეს ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და უფლებამოსილ პირს, რომელმაც ეს გრიფი აღნიშნა. 3. საიდუმლოობის ხარისხის გათვალისწინებით დადგენილია შემდეგი საიდუმლოობის გრიფები: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია TOP SECRET); ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია SECRET); გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია CONFIDENTIAL); დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ (მასთან გათანაბრებულია RESTRICTED). 4. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 5. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 6. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს. 7. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „შეზღუდული სარგებლობისათვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე. 8. თუ საიდუმლოობის გრიფის უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე აღნიშვნა შეუძლებელია, იგი თანდართულ დოკუმენტში მიეთითება. 9. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ან ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დამსაიდუმლოებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება (მუხლი 320)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავაჭრო საიდუმლოებისა და ნოუ-ჰაუს შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვაჭრობის საიდუმლოს ტრენინგისერვისის გვერდი
  • სავაჭრო საიდუმლოს დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2018
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 13სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურება
  • 10სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27⁴სახელმწიფო საიდუმლოება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 34მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 11სადაზვერვო დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევა
  • 2სადაზვერვო საქმიანობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 75საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 19სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 313სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27⁴31311219611310212275349
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ზოგადი ადმ…ოფიციალური სტატისტიკის…სადაზვერვო საქმიანობის…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026