სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 14. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება.

2.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს სამსახურებრივი მიზნებისათვის აუცილებელ რაოდენობამდე.

3.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლს/თარგმანს ენიჭება იგივე საიდუმლოობის გრიფი, რომელიც მინიჭებული აქვს ამ ინფორმაციის დედანს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლი/თარგმანი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ამ ინფორმაციის დედანი.

4.„განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

5.„სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ ინფორმაციაზე ამ გრიფის აღმნიშვნელი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით.

6.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება ან თარგმნა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს ამ ინფორმაციაზე გრიფის აღმნიშვნელმა უფლებამოსილმა პირმა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს სამსახურებრივი მიზნებისათვის აუცილებელ რაოდენობამდე. 3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლს/თარგმანს ენიჭება იგივე საიდუმლოობის გრიფი, რომელიც მინიჭებული აქვს ამ ინფორმაციის დედანს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლი/თარგმანი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ამ ინფორმაციის დედანი. 4. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 5. „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ ინფორმაციაზე ამ გრიფის აღმნიშვნელი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით. 6. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება ან თარგმნა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს ამ ინფორმაციაზე გრიფის აღმნიშვნელმა უფლებამოსილმა პირმა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
99171913³611929139211517514
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…სამართალდაცვით სფეროში…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა