ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 151. კონფიდენციალურობის დაცვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნაში მითითებული მიზნით. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.ამ კანონის 147-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებული არიან დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებული არიან არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომერციული სარგებელი. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ან თუ აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერაციის განსახორციელებლად.

3.ინფორმაციასთან დაკავშირებული წესების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად გადამცემი სისტემის მესაკუთრემ და ინტეგრირებული საწარმოს შემადგენელმა სხვა სტრუქტურებმა არ უნდა ისარგებლონ საერთო მომსახურებით, მათ შორის, საერთო იურიდიული მომსახურებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებისა.

4.სისტემის ოპერატორმა მესამე პირების სისტემაზე დაშვებისას ან ასეთი დაშვების მოპოვების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

5.კონკურენციისა და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების ეფექტიანობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით. კარი XVI. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა თავი XXXVIII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნაში მითითებული მიზნით. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. ამ კანონის 147-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებული არიან დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებული არიან არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომერციული სარგებელი. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ან თუ აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერაციის განსახორციელებლად. 3. ინფორმაციასთან დაკავშირებული წესების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად გადამცემი სისტემის მესაკუთრემ და ინტეგრირებული საწარმოს შემადგენელმა სხვა სტრუქტურებმა არ უნდა ისარგებლონ საერთო მომსახურებით, მათ შორის, საერთო იურიდიული მომსახურებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებისა. 4. სისტემის ოპერატორმა მესამე პირების სისტემაზე დაშვებისას ან ასეთი დაშვების მოპოვების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით. 5. კონკურენციისა და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების ეფექტიანობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით. კარი XVI. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა თავი XXXVIII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹8612043147138143521502217751138151
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…კონკურენციის შესახებსურსათის/ცხოველის საკვ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საქართველოს ზოგადი ადმ…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა