Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 157

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 157. პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.ნდობის ჯგუფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან დაკავშირებული ნაწილისა.

2.შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას მისი უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო) ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

3.შესაბამისი უწყებები, ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ნდობის ჯგუფისთვის მიმდინარე საქმეებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. შეზღუდულია აგრეთვე შესაბამისი უწყებების მიერ ნდობის ჯგუფისთვის საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, ნორმატიული აქტის) მიწოდება. საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანამშრომლობის ფარგლებში ნდობის ჯგუფს ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ნდობის ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის განცხადების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან მას წარუდგინონ უარის წერილობითი დასაბუთება.

5.შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

6.შესაბამისი უწყებები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ.

7.საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყება ვალდებულია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში შეტანიდან 2 კვირის ვადაში ნდობის ჯგუფს გააცნოს უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნდობის ჯგუფის მიერ გაცნობის შემდეგ ეს ნორმატიული აქტი დაუყოვნებლივ უბრუნდება შესაბამის უწყებას.

8.საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგინონ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტები მათი მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

9.შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წარუდგენენ მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო მას წარუდგენს გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

10.შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს ან ნდობის ჯგუფთან შეთანხმებით – მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, ხოლო ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებული არიან დაესწრონ ნდობის ჯგუფის სხდომებს, უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინონ შესაბამისი მასალები და გაწეული საქმიანობის ანგარიში.

11.ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელოს/განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ვიზიტის ფარგლებში ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან გაესაუბროს/გაესაუბრონ უწყების თანამშრომლებს და გაეცნოს/გაეცნონ ნდობის ჯგუფის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შესაბამის უწყებას ეგზავნება ვიზიტის დაწყებამდე.

12.ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. აღნიშნული სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის წევრს/წევრებს შეარჩევს ნდობის ჯგუფი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

13.ნდობის ჯგუფი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.

14.თუ ნდობის ჯგუფი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყება ან მისი ხელმძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ამასთანავე, ინფორმაცია უკანონოდ ან დაუსაბუთებლად არის დასაიდუმლოებული, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული მითითების გამოცემის მიზნით. თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ საიდუმლოობის გრიფის მინიჭება არ ეწინააღმდეგება კანონიერებისა და დასაბუთებულობის პრინციპებს, ნდობის ჯგუფი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოობის გრიფის მოხსნის წინადადებით, რომელსაც დაურთავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დასკვნას.

15.ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებს წარუდგინოს რეკომენდაციები.

16.პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხი, რომელიც ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიეკუთვნება, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას. თავი XX. პარლამენტის წინაშე ანგარიშგება

წინა მუხლი 156შემდეგი მუხლი 158

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავდაცვის სფეროს კონსულტაციის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო საიდუმლ… 17მუხლი 12მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 155ნდობის ჯგუფის შემადგენლობა
  • 156ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი
  • 239პარლამენტის დაცვა

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 16საპარლამენტო კონტროლი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 24საპარლამენტო კონტროლი

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 24საპარლამენტო კონტროლი
  • 7კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 4სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 11სადაზვერვო დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 14უფლებამოსილება საპარლამენტო კონტროლის სფეროში

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 23საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 16მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1616232471411174241217155156239157
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს პარლამენტი…სადაზვერვო საქმიანობის…საჯარო სამართლის იურიდ…კონტრდაზვერვითი საქმია…სადაზვერვო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026